გილოცავთ!
სენაკელი სპორტსმენი, ალექსი გულუა, უნგრეთის ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონია.
16 წლის ძიუდოისტი, სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების მოსწავლე, სპორტით 2016 წლიდან არის დაკავებული. მისი მწვრთნელები არიან – გელა ხარბედია და უჩა ჯღარკავა.
ალექსის არაერთი სპორტული მიღწევა აქვს: არის ტეპლიცეს ევროპის თასის ოქროს მედლის მფლობელი, ქართულ ჭიდაობასა და ჭიდაობა-ძიუდოში – საქართველოს ჩემპიონი, ანტალიის ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონი და ძიუდოში ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონი.
ალექსი გულუას მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო გადაეცემა.