ახალგაზრდული პოლიტიკის 2023-2026 წლების კონცეფციის შესაბამისად, ახალგაზრების დასაქმებისა და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,Skillwill Academy“ პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, გეძლევათ შესაძლებლობა, სენაკის მერიის დაფინანსებით, დაეუფლოთ პროგრამირების სხვადასხვა მიმართულებებს.
2024-2025 წლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ,,Skillwill-თან“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 30 ახალგაზრდას სრულად დაუფინანსა სქილვილის ციფრული მარკეტინგისა და პროგრამირების კურსები.
მიმდინარე წელს კი, სენაკის მერია, სასწავლო კურსს სრულად დაუფინანსებს 10 ახალგაზრდას, მათგან 3-ს ,,Skillwill Academy“ დაასაქმებს.
გამოიყენე შესაძლებლობა, 17 სექტემბრამდე დარეგისტრირდი ბმულზე: https://shorturl.at/YSqtT
შეისწავლე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები: Full-stack ვებ დეველოპერი, ფრონტენდ დეველოპმენტი – React, Agile და Scrum მეთოდოლოგიები;
აირჩიე IT პროექტების მართვისა და ანალიზის, სოციალური მერიის მართვის, ციფრული პროდუქტების ტესტირების, გრაფიკული დიზაინისა და UX/UI-ს სასწავლო კურსები;
თუ ხარ 15 წლის ასაკის და ზევით – დაეუფლე ციფრულ მარკეტინგს.
ფრონტენდ დეველოპმენტის – React სასწავლო კურსზე აუცილებელია პროგრამირების საბაზისო ცოდნა.
პროექტში ჩართვის მსურველ აპლიკანტს მიღებული უნდა ჰქონდეს საბაზო განათლება – X კლასი.
დეტალური ინფორმაცისთვის დაუკავშირდით კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებით – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტს, გვანცა მალანიას: 598 40 25 75
 Georgian
 Georgian English
 English 
								