მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ და თოთხმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდები, ანტალიაში, საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ

გილოცავთ!
ჩვენი ქალაქის კალათბურთის ისტორიაში, პირველად, სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ და თოთხმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდები, ანტალიაში, საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ.
ჩვენს წარმატებულ კალათბურთელებს და მათ მწვრთნელს – შოთა კუჭავას, ღირსეული გამარჯვების მოპოვებას ვუსურვებ.
ეს ის ბიჭებია, რომელთაც, თავისი არსებობისა და სენაკის სპორტის ისტორიაში, საერთაშორისო ტურნირზე პირველად იასპარეზეს, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში, ყველა სატურნირო შეხვედრა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულეს და ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
მათ, პირველებმა შეძლეს საქართველოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში გამარჯვება და A ლიგის შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლების მოპოვება. ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალში გადასვლა.
თოთხმეტ და თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდები არაერთი ტურნირის გამარჯვებულია.
ასევე საამაყოა და ხაზგასასმელი, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდის საუკეთესო კალათბურთელი, ლუკა ჩიქობავა კარიერას ესპანეთში, კალათბურთის აკადემიაში წარმატებით აგრძელებს.
გამარჯვებები და უთვალავი წარმატება, ჩვენს საამაყო კალათბურთელებს.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content