სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ჩვენი საამაყო მწყემსმთავარს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით ვულოცავ აღსაყდრების 47-ე წლისთავს.
ქართველი ერის ერთიანობის სიმბოლოს, ჩვენს სულიერ წინამძღოლს, ვუსურვებ ჯანის სიმრთელეს, დღეგრძელობას, მხნეობას ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი