სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მორიგ ეტაპს.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ელექტრონული ტენდერი მშენებლობა-რეაბილიტაციის შემდეგ სამუშაოებზე:
ქალაქ სენაკის მასშტაბით, გზების ორმული შეკეთება, სავარაუდო ღირებულებით – 199 979 ლარი;
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში:
უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეხაბურზანიეს უბანში, დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 37 293 ლარი;
ეკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შრომისკარში, ხიდის ბურჯის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 90 021 ლარი;
ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუა ხორშის სააბაკელიოს უბანში, გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 6 277 ლარი;
ეკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შრომისკარის საშურღაიოს უბანში, გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 320 595 ლარი.
დეტალური ინფორმაცია ტენდერების მიმდინარეობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: