30 სექტემბერს, ახალგაზრდობის ხეივანში, სენაკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ჩემპიონატი გაიმართება მოკლე ნარდში მოყვარულთა შორის.
ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლია სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოყვარულ მოთამაშეს, რომელსაც 2026 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შესრულებული აქვს 18 წელი.
მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურს ან დაუკავშირდნენ ნომერზე: 599 85 75 33.
რეგისტრაცია დასრულდება 30 სექტემბერს, 14:30 საათზე.
ტურნირი დაიწყება 15:00 საათზე.
ახალგაზრდობის ხეივანი
30 სექტემბერი
15:00 საათი