ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ჩემპიონი ჰყავს, ამჯერად – კარატეში.
სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლემ, ანდრია გუგუნავამ, სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კარატეში, პირველი ადგილი დაიკავა.
მოპოვებულ გამარჯვებას გულითადად ვულოცავ ანდრია გუგუნავას და მწვრთნელს, ელგუჯა ჩემიას. მათ შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი