მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

წარჩინებული სტუდენტები მერის სტიპენდიას მიიღებენ

🎓 სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტები მერის სტიპენდიას მიიღებენ

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია პირველად იწყებს წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნებათ.

მერის სტიპენდია თვეში 100 ლარს შეადგენს და ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, 9 თვის მანძილზე გაიცემა.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის პროგრამებზე სწავლობენ.

სტიპენდიის მისაღებად სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. განცხადების წარდგენამდე არანაკლებ ექვსი თვის განმავლობაში უნდა იყოს რეგისტრირებული სენაკის მუნიციპალიტეტში;
2. უნდა ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი;
3. შესაბამის სემესტრში გავლილ ყველა სასწავლო კურსში მიღებული უნდა ჰქონდეს 91-100 ქულა (A კატეგორია, ფრიადი);
4. უნდა სწავლობდეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;
5. მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტის შემთხვევაში, მომდევნო საფეხურზე ჩარიცხული უნდა იყოს წინა საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს.

სტიპენდიის მისაღებად წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განცხადება სტიპენდიის დანიშვნის შესახებ;
2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
3. პირადი საბანკო რეკვიზიტები;
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს სტუდენტის აქტიურ სტატუსს და ასახავს შესაბამის სემესტრში გავლილ სასწავლო კურსებსა და მიღებულ საბოლოო შეფასებებს;
5. იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ.

სტიპენდიის გაცემა შესაძლოა შეჩერდეს ან შეწყდეს სტუდენტის სტატუსის დაკარგვის ან აკადემიური მოსწრების მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
Skip to content