30 ნოემბერს, 16:00 საათზე, სენაკში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, აფხაზეთიდან დევნილი 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, გასართობი პროექტი – ,,ჯადოსნური დღეები“ მოეწყობა.
პროექტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, 8 ქალაქში ხორციელდება.