მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

#ჯანდაცვისხელმისაწვდომობისთვის #ჩვენმოსახლეობისთვის

მათ შორის: ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულმა ხარჯმა 776 825 ლარი შეადგინა, სოციალურ უზრუნველყოფაზე კი – 1 041 720 ლარი
2024 წელს, ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამით, 456 095 ლარის ფარგლებში, 1 014-მა მოქალაქემ ისარგებლა;
მათ შორის, სამედიცინო მომსახურება გავუწიეთ 258 ონკოლოგიურ პაციენტს;
მაღალტექნოლოგიური კვლევები 274 პაციენტს დავუფინანსეთ;
სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურება – 330 პაციენტს, რომელთა შორის 152 მოზარდია
მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამით, 86 773 ლარის ფარგლებში, დახმარება 1 095 მოქალაქეს გავუწიეთ;
მათ შორის: 633 – სოციალურად დაუცველია, 327 – შშმ პირი, 94 – ვეტერანი, 41 -ონკოლოგიური პაციენტი.
დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამით, 7 000 ლარის ფარგლებში, 893 მოზადმა ისარგებლა.
მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარების ქვეპროგრამით, 93 მრავალშვილიან ოჯახს, 187 950 ლარის ფარგლებში, გავუწიეთ ყოველთვიური დახმარება; ქვეპროგრამით, დახმარება 372 მოზადს გაეწია.
ბავშვზე ზრუნვის პროგრამით დახმარება გავუწიეთ დედ-მამით ობოლ და იშვიათი დაავადების მქონე 10 მოზარდს.
პროგრამით, 18 409 ლარის ფარგლებში, განვახორციელეთ 12 სოციალურად დაუცველ ერთ წლამდე ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა.
სარიტუალო მომსახურების პროგრამით, 9 600 ლარის ფარგლებში, დახმარება გავუწიეთ 29 დევნილის და 3 ვეტერანის ოჯახს.
ხანძრის შედეგად დაზარალებულ 13 მოქალაქეს, ფინანსური დახმარება, 42 000 ლარის ფარგლებში გავუწიეთ.
სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამით, 42 400 ლარის ფარგლებში, ფინანსური დახმარება გავუწიეთ 24 უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე პირს; რეინტეგრირებული 2 მოზარდის ბიოლოგიურ ოჯახს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამით, 100 800 ლარის ფარგლებში, დახმარება გავუწიეთ 153 მოქალაქეს;
მათ შორის: 53 – მხედველობადაქვეითებულ, 28 – სმენადაქვეითებულ, 32 – ცერებრალური დამბლის მქონე – 32, დაუნის სინდრომის მქონე – 7 და აუტისტური სპექტრის მქონე – 23 ბენეფიციარს.
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით, 31 მოზარდმა. 96 600 ლარის ფარგლებში, 31-მა მოზარდმა ისარგებლა.
სოციალური ღონისძიების პროგრამით, 42 000 ლარის ფარგლებში, 357-მა ბენეფიციარმა ისარგებლა;
მათ შორის: 4 – 100 წელს გადაცილებული მოქალაქეა, 13 ბენეფიციარი – ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილე, 6 – აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაღუპულთა ოჯახი, 334 კი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანი და მათთან გათანაბრებული პირია.
თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამით, 57 600 ლარის ფარგლებში, 34-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
დღის ცენტრის – „ლაზარე-2015“ – თანადაფინასების პროგრამით, 8 333 ლარის ფარგლებში, ისარგებლა 15-მა ბენეფიციარმა.
პროექტის – ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ – ქვეპროგრამით, 39 340 ლარის ფარგლებში, დახმარება გავუწიეთ 785 მოქალაქეს.
პროგრამით – „ვიზრუნოთ უფროს თაობაზე“, 89 500 ლარის ფარგლებში, მომსახურება 25 ხანდაზმულ მოქალაქეს და შშმ პირს გავუწიეთ.
სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში განვახორციელეთ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 65 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე 9 ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის სრული რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოებით უზრუნველყოფა. 1 ოჯახზე გასაწევი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 15 000 ლარს;
პროგრამის ბიუჯეტი – 100 000 ლარია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის მომსახურებით 164 972 ლარის ფარგლებში, 222-მა ბენეციარმა ისარგებლა;
მათ შორის – შინ მიტანის სერვისით – 30-მა.
სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სერვისებით, 14 067-მა მოქალაქემ ისარგებლა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

იანვარი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content