ბადრი ქუთელია
ტელ: 598 27 67 36
დაიბადა 1989 წლის 4 ოქტომბერს.
2008-2012 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე;
2014-2016 წლებში – მიიღო პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის კვალიფიკაცია;
2016 წლიდან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტია.
2010-2013 წლებში – ,,საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
2015 წელს დააარსა ,,სამოქალაქო ჩართულობის და განათლების ცენტრი“, რომელსაც სათავეში ედგა;
2016-2021 წლებში – მუშაობდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვის და სტატისტიკის განყოფილების მთავარ სპეციალისტად.
2021 წლის 6 დეკემბრიდან 2023 წლის 29 სექტემბრამდე – ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორია.
2023 წლის 29 სექტემბრიდან დაინიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ და იგი კურატორობას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის, ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში ასევე გახლავთ:
სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნებისათვის სპეციალური კომისიის თვმჯდომარე;
სენაკის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ერთიანი რეესტრის კომისიის თავმჯდომარე;
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის თვმჯდომარე;
სხვადასხვა წლებში, წარმატებით აქვს გავლილი ტრენინგები და მოპოვებული აქვს სერთიფიკატები:
2014 წელს – ,,ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმის’’ მონაწილეა;
2015-2016 წლებში – სტაჟირება გაიარა ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის პოლიტიკისა და დიპლომატიის მიმართულების ცენტრში;
2015 წელს, გაიარა HDFOREX-ის მიერ ორგანიზებული ტრენინგ კურსი: ,,ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე’’;
2015 წელს ასევე გაიარა ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის მიერ ორგანიზებული სალექციო კურსი: ,,საქართველოს განვითარების პერსპექტივები’’;
2015 წელს სერთიფიკატი გადაეცა ტრენინგ კურსის – ,,კონფლიქტების მართვა და ანალიზი’’ წარმატებული გავლისათვის;
2015 წელს მონაწილეობა მიიღო სატრენინგო კურსში: ,,სამოქალაქო განვითარების პროგრამა’’;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ნანა ზარანდია
ტელ: 599 85 75 45
zarandianana@gmail.com
დაიბადა 1980 წლის 5 იანვარს.
1998-2002 წლებში სწავლობდა საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ უნივერსიტეტში, იურისტ-ეკონომისტის კვალიფიკაციით.
2006-2010 წლებში – მუშაობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მთავარ სპეციალისტად.
2010 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით, ეკავა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის პოსტი.
2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით, გახლდათ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი.
2011-2018 წლებში – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდული სამსახურის უფროსი.
2018 წლის 1 მაისიდან, იკავებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოსტს, სადაც 2 თვე – 2018 წლის 1 ივლისამდე დაჰყო.
2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 თებერვლის ჩათვლით – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია.
2019-2020 წლებში – იკავებს ს.ს. ,,არქეოპოლისის” დირექტორის პოსტს.
2020 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 29 სექტემბრამდე – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია.
2023 წლის 29 სექტემბრიდან სენაკის მუნიციპალიტეტის მოადგილედ დაინიშნა და ის მუნიციპალიტეტის მერიაში კურატორობას გაუწევს ადმინისტრაციულ, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანდაცვის, სოციალურ, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურებს, მუნიციპალურ ა(ა)ი.პ.-ებს და შპს-ებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში ასევე გახლავთ:
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის დაფინანსების/თანადაფინანსების კომისიის თავმჯდომარე;
კლიმატის ცვლილების, ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფული რისკების რეაგირების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემმუშავებელი მუშა ჯგუფის ხელმძღვანელი;
სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ოჯახის წევრთა მხარდაჭერის მიზნით
წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსების შემფასებელი კომისიის თავმჯდომარე;
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე (,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად);
აქვს ტრენერად მუშაობის დიდი გამოცდილება.
სხვადასხვა წლებში, წარმატებით აქვს გავლილი ტრენინგები და მოპოვებული აქვს სერთიფიკატები:
2021 წელი – პრაქტიკული ტრენინგი – HAT აუდიტის სახელმძღვანელოს გამოყენებასთან დაკავშირებით;
2021 წელს მოიპოვა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სერტიფიკატი: ,,საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება“;
2020 წელს გაიარა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის სრული კურსი და მიიღო სერთიფიკატი – ,,მოხელის მენეჯერული უნარები”;
2020 წელს მოიპოვა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სერტიფიკატი: ,,რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“;
2017 წელს – სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის სერთიფიკატი: ,,მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს როლი გადაწტყვეტილების მიღების პროცესში“;
2016 წელს – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის სერთიფიკატი: ,,მიწის ახალ რეფორმასთან დაკავშირებული პრობლემატიკა და მუნიციპალიტეტის როლი მიწაზე უფლების დადგენის პროცესში“;
2013 წელს – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის სერთიფიკატი: საკონსტიტუციო და თვითმმართველობის საფუძვლები, საჯარო სამსახური და ადმინისტრაციული წარმოება.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.