მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სიმბოლიკა

ისტორიული წყაროების თანახმად ეგრისის სამეფოს დედაქალის – „არქეოპოლისის“  აგება განპირობებული იყო  სტრატეგიული  მოსაზრებით  და მოსახლეობის   სიმრავლით. ქალაქს სამი მხრიდან მდინარე  „ტეხური“ და ციცაბო კლდეები იცავდა, ხოლო  აღმოსავლეთ ნაწილში იმდროინდელი  საბრძოლო ტექნიკის  გამოყენების  მიზნით აღმართული იყო ერთდროულად სამი ქონგურებიანი  გალავანი.
ნოქალაქევის დამცველები და სამეფო ხელისუფლება ხშირად იყენებდა ქრისტიანულ სიმბოლიკას ქვეყნის ფიზიკური   გადარჩენისათვის ბრძოლაში, რასაც ადასტურებს გალავნის ერთ-ერთ კუთხესთან  ქვის მოზრდილ  კვადრატზე  აღმოჩენილი  ჯვრის ბარელიეფი. აქედან  გამომდინარე გერბის ფარი სამად არის გაყოფილი – მარჯვნიდან და მარცხნიდან ნახევრად, ირიბად, ქონგურისებურადაა  გადაკვეთილი,  ქვემოთ კი გაკვეთილი.  I ნაწილი – ვერცხლის ველზე გამოსახულია ქრისტიანული  სარწმუნოების სიმბოლო –  მეწამული ნოქაალაქევის ჯვარი, რომელიც სიკეთის,  სიყვარულის, ბედნიერი მომავლის საწინდარია. II ნაწილი წარმოადგენს  ღია  მწვანე ველს. სამეგრელოს  ქედის ( ეგრისის ქედის ) კალთები  ასოცირდება მწვანე ფერთან, რომელიც მშვიდობიანი მომავლის, სიცოცხლის  მარადიულობის სიმბოლოა. III  აწილი წარმოადგენს ღია ლურჯ (ლაჟვარდოვან) ველს,  როგორც  სიმბოლო კეთილშობილებისა,  სათნოებისა  და  უკვდავებისა.  მწვანე და ლურჯი ველების  ცენტრში მოთავსებულია  ოქროს კოლხური მამალი ხოხობი, რომელსაც  ქვემოთ კვეთს შემცირებული სამი ვერცხლის სარტყელი (ტალღა).

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია  საქალაქო  ვერცხლის გვირგვინი-სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე სიმაგრის  ფორმის)  ნახევრად  ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ – მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი   „სენაკი“.

დროშა ჰორიზონტალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად. ზედა ნაწილი ღია ლურჯი ფერისაა, ქვედა ღია მწვანე. ლურჯსა და მწვანე  ნაწილებში დროშის ტარიდან შეჭრილია  სამკუთხედი თეთრი ველით, რომლის ცენტრში გამოსახულია მეწამული ნოქალაქევის  ჯვარი. 

დროშის პროპორციაა 2:3

დედამიწის ერთ-ერთი ულამაზესი ფრინველი – ხოხობი, არგონავტებმა ფასისის (რიონის) ნაპირებიდან, კერძოდ, კოლხეთიდან საბერძნეთში შეიყვანეს, რის შემდეგაც ეს სახეობა მთელ ევროპაში გავრცელდა. ამ ფაქტს  ხოხობის ლათინური სახელწოდებაც ადასტურებს – Fhasianus colchicus.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

დეკემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content