მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფას, კერძოდ: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უფასო ამბულატორიული მომსახურეობითა და მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სარიტუალო მომსახურებას, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის სადღესასწაულო დღეებში დახმარებას, ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას, სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარებას, ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარებას, მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარებას, დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა სოციალურ დახმარებას, აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე დახმარებას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საამშენებლო მასალებით დახმარებას და დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას. აღნიშნული პროგრამები მთლიანობაში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურეობისა და მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა
პროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურეობის და მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა.
პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი და მეურვეობას მოკლებული მოსახლეობის დღეში ერთჯერადი სადილით უზრუნველყოფა (გარდა კვირა დღისა) ყოველკვარტალურად ტკბილეულისა და სადღესასწაულოდ საჩუქრების გადაცემა.
კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების პროგრამა
პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურება, კერძოდ: დევნილი მოქალაქის ოჯახზე 200 ლარი; ომის ვეტერანის ოჯახზე 250 ლარი.
სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა
პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: საახალწლო საჩუქარი კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ბავშვებისათვის (450 ბენეფიციარი). შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებისათვის საჩუქრის (პროდუქტების) გადაცემა; საახალწლო და სააღდგომო საჩუქარი მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებისათვის (150 ოჯახი). საახალწლო საჩუქარი დედ-მამით ობლებისა და 100 წელს გადაცილებულთათვის. საახალწლო საჩუქარი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის (22 ოჯახი) და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის.
ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა
პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება, კერძოდ: სრული ზარალის შემთხვევაში ერთ ოჯახზე 2500 ლარის ოდენობით; ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში 1000 ლარით.
სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამა
პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარების ქვეპროგრამა
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის პირებს, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და ვერ იქნენ რეინტეგრირებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“მომსახურებიდან დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის, ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით ფინანსური დახმარების გაწევას. ასევე დახმარება გაეწევათ სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო, მძიმე სოციალური პირობების მქონე პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. დახმარება გაიცემა ყოველკვარტალურად 200 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების ქვეპროგრამა
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქალაქეზე (მსხვერპლზე) რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა) სტატუსის მინიჭების შემდგომ მოქალაქეზე ერთჯერადად 200 ლარის გაცემას.
ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამა
ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების ქვეპროგრამა
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ა) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის, ასევე სამედიცინო საგნებით (გარდა ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული დაავადებისას დაგეგმილი ადენოტონზილექტომიის, ესთეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის შემთხვევებისა) თანადაფინანსების პირობებში 18 წლამდე მოზარდებს დახმარება გაეწევა სრულად, მაგრამ არაუმეტეს 1200ლარისა;
ბ) 500 ლარამდე თანადაფინანსების შემთხვევაში (გარდა ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული დაავადებისას დაგეგმილი ადენოტონზილექტომიის, ესთეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის შემთხვევებისა) სრულწლოვან ბენეფიციარებს დახმარება გაეწევა გადასახდელი თანხის 50%-ით. სხვა შემთხვევაში, ბენეფიციარს დახმარება გაეწევა 300 ლარს დამატებული 500 ლარის ზემოთ გადასახდელი თანხის 30 %, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა.
გ) სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „C“ ჰეპატიტით დაავადებულ პირებს „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაავადების სტადიის დიაგნოსტირებისათვის აუცილებელი კვლევების თანადაფინასებისათვის დახმარება გაეწევა 150 ლარით.
მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების ქვეპროგრამა
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ა)სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდება 70 ლარის ფარგლებში ბ)სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე სამედიცინო საგნებით უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდება სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პირობების შესაბამისად. გ) ონკოლოგიურ პაციენტთა ქიმიოთერაპიული და იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პირობების შესაბამისად. დ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტთა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება 100 ლარის მედიკამენტებით.
თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამა
ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, კერძოდ ტრანსპორტირების ყოველთვიური ხარჯების დაფინანსებას 100 ლარით (21 ბენეფიციარი) .
იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარების პროგრამა
ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს იშვიათი დაავადების მქონე პირების დახმარებას. კერძოდ, თითოეულზე კვარტალურად გაიცემა 350 ლარი (6 ბენეფიციარი)
მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარების პროგრამა
ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიანი (4 და 4- ზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ყოველკვარტალური დახმარება (პროგრამა გავრცელდება იმ 4 შვილიან ოჯახებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არიან 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით) თითოეულ ბავშვზე 40 ლარის ოდენობით; (40 ოჯახი)
დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარების პროგრამა
ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარებას, კერძოდ, ყოველკვარტალურად ერთ ბავშვზე გაიცემა 150 ლარი. (4 ბენეფიციარი)
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა
ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ დახმარებას, კერძოდ:
ა) მხედველობის პრობლემის მქონე I და II ჯგუფის ინვალიდებზე წელიწადში ორჯერ ერთ მოქალაქეზე გაიცემა 100 ლარი; (50 ბენეფიციარი)
ბ) სმენადაქვეითებულ პირებზე (I და II ჯგუფის ინვალიდებზე) წელიწადში ორჯერ ერთ მოქალაქეზე გაიცემა 100 ლარი (26 ბენეფიციარი)
გ) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომითა და აუტიზმით დაავადებულ პირებზე წელიწადში ორჯერ ერთ პირზე გაიცემა 100 ლარი; (50 ბენეფიციარი) ქვეპროგრამის ამოცანაა განვითარების შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება გონებრივი განვითარების შეფერხების (მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი) მქონე პირები, რომლებზეც წელიწადში ორჯერ გაიცემა 100 ლარი (50 ბენეფიციარი). ქვეპროგრამის ამოცანაა განვითარების შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთაგან ვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება.
სოციალური ღონისძიებების პროგრამა
პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთა სოციალურ დახმარებას, კერძოდ:
ა) 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე კვარტალურად ერთ ხანდაზმულზე გაიცემა 200 ლარი (5 ბენეფიციარი).
ბ) სამამულო ომის ვეტერანზე (9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით) გაიცემა 200 ლარი (9ბენეფიციარი).
გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეთათვის (26 აპრილს) გაიცემა 100 ლარი (13 ბენეფიციარი).
F ISAF-ის მისიაში და აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე დახმარების პროგრამა
ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს აგვისტოს ომის დროს და ISAF- მისიაში დაღუპულის ოჯახებზე (8 აგვისტოს) გაიცემა 500 ლარი (7 ბენეფიციარი).
სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამა
ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. კერძოდ, ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000–ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე საკუთრებაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოებისათვის 2000 ლარის ფარგლებში საამშენებლო მასალების (აზბესტოცემენტის ტალღოვანი ფურცელი, ხის მასალა) გადაცემას. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ქსეროასლი; სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; საცხოვრებელი სახლის საკუთრების/ფაქტობრივი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სენაკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა. წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა განხორციელდება ერთობლივი კომისიის (შემდგომში – კომისიის) მიერ. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 9 წევრით, მათ შორის საკრებულო კომისიაში წარმოდგენილია 3 წევრით. კომისია სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას თითოეულ ოჯახზე არაუმეტეს 2000 ლარის ფარგლებში სამშენებლო მასალის გამოყოფის თაობაზე. კომისიის სხდომის ოქმი დასკვნასთან ერთად წარედგინება სენაკის მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე გამოყოფილი სამშენებლო მასალის გადაცემა განხორციელდება სათანადო მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე. გადასაცემი სამშენებლო მასალის შეძენა განხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამა
ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე უფრო გავრცელებული პათოლოგიების (ჰიპერაქტივობისა და ჰიპერკინეზების სინდრომი, თვალის პათოლოგია და სქოლიოზი) ამ პათოლოგიების დროული მკურნალობისა და მათთან დაკავშირებული სხვა დაავადებების აღმოცენების პრევენციის მიზნით. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლის დაწყებითი კლასების პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები (990 ბენეფიციარი)
მუნიციპალიტეტის 2021 წლის სოციალური პროგრამები
მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა
ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.დახმარებით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები წელიწადში ერთხელ, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ონკოლოგიურ პაციენტებისა და 18 წლამდე მოზარდის შემთხვევაში. ა)სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის (გარდა ესთეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის შემთხვევებისა) თანადაფინანსება ბენეფიციარებს, დახმარება გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა. |
ბ)გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების შემთხვევაში, ბენეფიციარის სტაციონარიდან გამოწერამდე, მისი უფლებამოსილი პირი წარმოადგენს ბენეფიციარის პირადობის მოწმობას, მიმდინარე სამედიცინო ფორმა N100 და წინანსწარ ანგარიშფაქტურას, სადაც განსაზღვრული იქნება ბენეფიციარის გადასახდელი თანხა. დახმარება გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა.
გ)სამკურნალო-სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. დ)მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების შემთხვევაში (მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია; კომპიუტერული ტომოგრაფია; პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებზე, 18 წლამდე მოზარდებზე და ონკოლოგიურ პაციენტებზე. მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების დაფინასება ბენეფიციარებს გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. |
მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების ქვეპროგრამა
პროგრამის მიზანია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფა ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
ა)სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდება 70 ლარის ფარგლებში
ბ)ონკოლოგიურ პაციენტთა ქიმიოთერაპიული და იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის, ასევე ექიმის დანიშნულებით მედიკამენტების თანადაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.
გ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტთა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება 100 ლარის ფარგლებში.
დ) შშმ პირებზე, რომელთა ოჯახები არ არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ერთიან ბაზაში, მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება 100 ლარის ფარგლებში.
დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე უფრო გავრცელებული პათოლოგიების (ჰიპერაქტივობისა და ჰიპერკინეზების სინდრომი, თვალის პათოლოგია და სქოლიოზი) ამ პათოლოგიების დროული მკურნალობისა და მათთან დაკავშირებული სხვა დაავადებების აღმოცენების პრევენციის მიზნით. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლის დაწყებითი კლასების პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები (990 ბენეფიციარი)
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
პროგრამები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფას, კერძოდ: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უფასო ამბულატორიული მომსახურეობითა და მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სარიტუალო მომსახურებას, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას დახმარებას, სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების ფარგლებში, ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარებას, მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარებას, დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა სოციალურ დახმარებას, აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე დახმარებას, და დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას. აღნიშნული პროგრამები მთლიანობაში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურეობისა და მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა
პროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრი.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი და მეურვეობას მოკლებული მოსახლეობის დღეში ერთჯერადი სადილით უზრუნველყოფა, ყოველკვარტალურად ტკბილეულისა და სადღესასწაულოდ საჩუქრების გადაცემა.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, მრავალშვილიანი ოჯახების გაძლიერება ოჯახში ბავშვის აღზრდისა და სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად, სიღარიბის დასაძლევად და სიღარიბეში ჩავარდნის პრევენციისათვის ფინანსური დახმარების გაწევა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიანი (4 და 4-ზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ყოველთვიური დახმარება დახმარება თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით;
ბავშვზე ზრუნვის პროგრამა
პროგრამის მიზანია: ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება. პროგრამა ითვალისწინებს:
ა)დედ-მამით ობოლ ბავშვებზე (18 წლამდე) დახმარებას, კერძოდ, ყოველთვიურად ერთ ბავშვზე გაიცემა 100 ლარი
ბ)იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა დახმარება. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულზე ყოველთვიურად 150 ლარის გაცემას
გ)1წლამდე ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა – ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვიანი ოჯახი (სოციალურად დაუცველი) და ითვალისწინებს ბავშვის ხელოვნური საკვების დაფინანსებას ერთ გაცემაზე არაუმეტეს 80 ლარის ოდენობით.
კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების პროგრამა
პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურება, კერძოდ: დევნილი მოქალაქის ოჯახზე 200 ლარი; ომის ვეტერანის ოჯახზე 250 ლარი.
ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა
პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება, კერძოდ: სრული ზარალის შემთხვევაში ერთ ოჯახზე 2500 ლარის ოდენობით; ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში 1000 ლარით.
სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ფინანსური დახმარების გაწევას დამოუკიდებლად ცხოვრების, სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით შემდეგ პირებზე:
ა)სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და ვერ იქნენ რეინტეგრირებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მომსახურებებიდან. დახმარება გაიცემა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
ბ)სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე პირებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ბინის ქირის უზრუნველყოფის მიზნით გაეწევათ ფინანსური დახმარება, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
გ)სენაკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული რეინტეგრირებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებზე, დახმარება გაიცემა ყოველკვარტალურად 300 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
დ) მოქალაქეზე, რომლის უფლებები დაირღვა და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა) სტატუსის მინიჭების შემდგომ გაიცემა ერთჯერადად 300 ლარი.
თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამა
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, კერძოდ ტრანსპორტირების ყოველთვიური ხარჯების დაფინანსებას 150 ლარით.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ამოცანაა განვითარების შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ დახმარებას, კერძოდ;ა) მხედველობის პრობლემის მქონე I და II ჯგუფის ინვალიდებზე წელიწადში ორჯერ ერთ მოქალაქეზე გაიცემა 200 ლარი; ბ) სმენადაქვეითებულ პირებზე (I და II ჯგუფის ინვალიდებზე) წელიწადში ორჯერ ერთ მოქალაქეზე გაიცემა 200 ლარი. გ)გონებრივი განვითარების შეფერხების (მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი) მქონე პირებზე, ყოველთვიურად გაიცემა 100; ქვეპროგრამის ამოცანაა განვითარების შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება.
სოციალური ღონისძიებების პროგრამა
ა) 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე კვარტალურად ერთ ხანდაზმულზე გაიცემა 200 ლარი ბ) სამამულო ომის ვეტერანზე (9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით) გაიცემა 1000 ლარი გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეთათვის (26 აპრილს) გაიცემა 100ლარი დ)ISAF-ის მისიაში და აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე 8 აგვისტოს გაიცემა თითოეულზე 500 ლარი
დღის ცენტრ ა(ა)იპ „ლაზარე-2015“ დაფინანსება
ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დღის ცენტრის ფინანსური მხარდაჭერა- დღის ცენტრ „ლაზარე-2015“-თვის ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხით უზრუნველყოფა.
პროექტი ‘საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ თანადაფინანსება
პროგრამის მიზანია უსაფრთხო თემების ჩამოყალიბების/განვითარების ხელშეწყობა კატასტროფებისათვის მზადებით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით და სოციალური მხარდაჭერით. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქმიანობათა ცენტრის ფუნქციონირება პერსონალის,მოხალისეებისა და ბენეფიციარების თანამონაწილეობით. ჩატარდება რეგულარული ტრენინგები მოხალისეთათვის, შეიქმნება მოხალისეთა აღჭურვილი და გადამზადებული მობილური ჯგუფები. შემუშავდება მუნიციპალიტეტის განახლებული რეაგირების გეგმა. პროექტის ამოცანაა თემის მედეგობის გაძლიერება უბედურ შემთხვევეთან, დაავადებებტან და ეპიდემიებთა, კონფლიქტურ და კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებისა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. ასევე ცენტრზე დაფუძნებული საქმიანობების განვითარება თემებში მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ხანდაზმულებისა და ახალგაზრდებისათვის.
პროექტი „შშმ პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრისი“ თანადაფინანსება
პროგრამის მიზანია სენაკის მუნიციპალიტეტში გაიხსნას შშმ პირთა პირველი საოჯახო ტიპის საცხოვრისი, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განთავსდებიან, საოჯახო ტიპის სახლი ოჯახთან მიახლოებული გარემოა სადაც შშმ პირებს საშუალება აქვთ იცხოვრონ, მიიღონ ის ზრუნვა და სერვისები, რასაც ოჯახურ გარემოში მიიღებდნენ. პროგრამის ბენეფიციარი იქნება ხუთი შშმ პირი, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრისი ან შშმ პირი, რომელმაც მასზე მზრუნველი დაკარგა.