დღეს, დიმიტრი ჯაიანის სახელობის ახლადრეაბილიტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიული შენობა საზეიმოდ გაიხსნა.
,,ჯადოსნური ღამის სიზმარი“ – ასე ექვა საღამოს, რომელშიც მონაწილეობა ცენტრის საესტრადო სიმღერების შემსწავლელთა ჯგუფის წევრებმა მიიღეს.
საახალწლო ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
წელს, საახალწლო ქალაქი, მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი წარმოდგენებით იქნება დატვირთული და 13 იანვარს, საქართველოს პრემიერ- მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიებები დაასრულებს.
ინფორმაცია მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ:
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში განხორციელდა სცენის დემონტაჟი და ახლით შეიცვალა, მოეწყო სასცენო განათების სისტემა და ასევე ჩატარდა სხვა სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში კი განხორციელდა ექსტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია დარჩენილი ლოკაციების: პირველი სართულის, სხვადასხვა სივრცეების, სველი წერტილების რეაბილიტაცია, საკონცერტო დარბაზის სკამების ახლით შეცვლა.
მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის შენობა 34 წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის ცენტრია, სადაც 300-მდე მოსწავლე-ახალგაზრდა სხვადასხვა სერვისით სარგებლობს.