ამ წუთებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორთან, ბადრი ქუთელიასთან ერთად, ქალაქში მიმდინარე საახალწლო სამზადისის დეტალებს ეცნობა.
სენაკი, 2023 წელს, ახალი ილუმინაციებითა და მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებებით შეხვდება.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ქუჩებსა და სკვერებში, საახალწლო აქსესუარებისა და კონსტრუქციების მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს, რომელსაც მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი და შპს ,,ჯეო სტრიმი“ ახორციელებენ.
21 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
აქტივობები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება გათვლილი.
მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, 25 დეკემბერს, 18:30 საათზე, საზეიმოდ აინთება.
ნაძვის ხის საზეიმო განათებამდე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 16:30 საათიდან, ბავშვების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ.
17:00 საათზე დაიწყება შოუ კონცერტი, ჯგუფ ,,გუფი ლენდის“ მონაწილეობით.
მსურველებს შეეძლებათ დააგემოვნონ გლინტვეინი და გადაიღონ Gif ფოტოები.
წელს, საახალწლო ქალაქი, მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი და შემეცნებითი წარმოდგენებით იქნება დატვირთული.