საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ნოქალაქევის ციხე-გოჯში, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ერისიონი” მაყურებლის წინაშე განახლებული შოუ-პროგრამით ,,ქართული საგანძური” წარდგა.
წინასაახალწლოდ ამაღლებული განწყობის შესაქმნელად, ანსამბლის შემსრულებლებმა, ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის, ათასწლეულებში გამოტარებული ხალხური პროფესიული შემოქმედების შედევრები გააცოცხლეს.
საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.