სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრების 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილი თემატური საღამო ჩატარდა.
ღონისძიებას მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ხელოვნების ცენტრის დირექტორი, ვეფხვია ვეფხვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო და სამხატვრო სკოლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია კათოლიკოს პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.
ინტრონიზაცია, ორი დღის შემდეგ, 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღსრულდა.