მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

თემურ ყვითელაშვილის სოლო კონცერტი

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვირტუოზი გიტარისტის, კომპოზიტორის, მომღერლის, არანჟირების ავტორის, ღირსების ორდენის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის, თემურ ყვითელაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა.
საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე, გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თემურ ყვითელაშვილი მისი შემოქმედების თაყვანისმცემლების წინაშე როგორც ცნობილ კომპოზიტორთა უკვდავი შედევრებით, ასევე საკუთარი კომპოზიციებით წარდგა.
,,მრავალფეროვანი რეპერტუარი, შესრულების მისეული, უბადლო მანერა… დღეს, სენაკის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა. თემურ ყვითელაშვილის სახელობის ვარსკვლავის გახსნის შემდეგ, ეს არის პირველი სოლო კონცერტი, რომელიც, მისივე ინიციატივით, სწორედ ჩვენს ქალაქში ჩატარდა. მადლობა, მაესტრო! ეს იყო ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ ხელოვნება…” – ასე შეაფასეს ვირტუოზი გიტარისტის შემოქმედება სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ.
ვირტუოზი გიტარისტის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

დეკემბერი 2022
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
Skip to content