მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ინტელექტუალური თამაში – ,,ნორჩი ექსპერტები გეოგრაფიაში”

დღეს, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მეორე საჯარო სკოლის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში – ,,ნორჩი ექსპერტები გეოგრაფიაში“.

მეორე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგის, გულნარა ბარკალაიას საავტორო პროექტის ,,კონტინენტების თანამედროვეობა, ღირსშესანიშნაობები და ტრადიციების“ ფარგლებში გამართულ სანახაობრივად საინტერესო და დაძაბულ ინტელექტუალურ თამაშს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, საგანმანათლებლო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები გამოავლინა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია მიესალმა ამ საინტერესო ინიციატივას და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

ვახტანგ გადელიამ დააანონსა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, სკოლის სპორტული დარბაზის მშენებლობა და მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში ისწავლიან.

საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტის ,,ნორჩი ექსპერტები გეოგრაფიაში“ მიზანი მომავალი თაობის ინტელექტუალური, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების განვითარების, გუნდურობის საუკეთესო შესაძლებლობაა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

დეკემბერი 2022
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
Skip to content