სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა სახელგანთქმულ ვირტუოზ გიტარისტს, თემურ ყვითელაშვილს, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,აფხაზეთის’’ ხელმძღვანელს, ჯონი შამათავას და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორს, ირაკლი ადამიას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ცნობილი მუსიკოსის მიერ სენაკში დაგეგმილი სოლო კონცერტის დეტალები.
27 დეკემბერს, 19 საათზე, პირველად სენაკში, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გაიმართება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვირტუოზი გიტარისტის, ღირსების ორდენის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის, თემურ ყვითელაშვილის გრანდიოზული სოლო კონცერტი.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში, თემურ ყვითელაშვილის სახელობის ვარსკვლავის გახსნის შემდეგ, ეს არის პირველი სოლო კონცერტი, რომელიც, მისივე ინიციატივით, სწორედ ჩვენს ქალაქში ჩატარდება.