წელს, პირველად, ქალაქის თითქმის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდება.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საბავშვო სივრცე, გაიმართა ანიმატორების შოუ და ჯგუფ ,,გუფი ლენდის” კონცერტი.
მსურველებს შეეძლოთ გლინტვეინის დაგემოვნება და GIF ფოტოების გადაღება.
ნაძვის ხის ანთების ცერემონიალს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ საზოგადობას სიტყვით მიმართა:
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
2023 წელი ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე, მათ კეთილდღეობაზე გათვლილი უმნიშვნელოვანესი პროექტების გაგრძელების, დაგეგმვის და განხორციელების წელი იქნება.
მჯერა, შევძლებთ დასახული მიზნების აღსრულებას, ჩვენი მუნიციპალიტეტის წინსვლისა და განვითარებისთვის.
2023 წელს, სენაკი, მრავალფეროვანი კულტურული და გასართობი აქტივობებით ხვდება.
შემოგვიერთდით საახალწლო ქალაქში, თქვენ დაუვიწყარი დღეები გელოდებათ” – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.