საახალწლო ქალაქში ჯადოსნური საახალწლო დღეები გრძელდება.
ამ წუთებში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, მოწყობილია სცენა და საახალწლო სოფელი.
ღონისძიების ფარგლებში, 12:00 საათიდან, საახალწლო სოფელში გაიხსნება საახალწლო ბაზრობა – ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
საახალწლო ღონისძიებები, დღეს, პირველ საათზე დაიწყება.
გაიმართება კონცერტი – სენაკის, ფოთის და აბაშის მუნიციპალიტეტების ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
19:00 საათზე, სენაკელების წინაშე წარდგებიან ბენდი ,,აკუსტიკა“, მომღერლები – ბოკა კვეკვესკირი და ლაშა თოლორდავა. შოუს გიორგი ჭანტურია გაუძღვება.
გელოდებით საახალწლო ქალაქში!
ერთად შევიქმნათ საახალწლო განწყობა!