საახალწლო ქალაქში ჯადოსნური საახალწლო დღეები გრძელდება.
დღეს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.
საახალწლო სოფელში მოეწყო გამოფენა, სადაც ადგილობრივმა ფერმერებმა და მეწარმეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტიდან, სხვადასხვა პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს.
ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართა მუსიკოსთა საზეიმო მსვლელობა, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა სენაკის, ფოთის და აბაშის მუნიციპალიტეტების ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს.
დღის ბოლოს გაიმართა შოუ კონცერტი, ბენდის ,,აკუსტიკა“ და მომღერლების – ბოკა კვეკვესკირისა და ლაშა თოლორდავას მონაწილეობით.
შოუს მსახიობი, გიორგი ჭანტურია უძღვებოდა.
საახალწლო ღონისძიებებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საახალწლო აქტივობებს სენაკში 31 დეკემბრის გალა კონცერტი და 13 იანვარს, პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიებები დაასრულებს.