სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს, საახალწლო ნობათები გადასცა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან ერთად, სოციალურად დაუცველ და სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო ნობათები გადასცა.
სასაჩუქრე კალათა სხვადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს და მისი საერთო ღირებულება 8 660 ლარია.