დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, კლინიკა ,,სენა-მედის“ პერსონალს, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს წარმომადგენლებს და სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სენაკის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებს ესტუმრა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
,,ჩვენი დროის გმირ მედიკოსებს, პოლიციელებს და მეხანძრე-მაშველებს, ადამიანებს, რომელთაც პროფესიული მოვალეობის შესრულება 24 საათიან რეჟიმში უწევთ, მინდა მადლობა ვუთხრა ქვეყნისა და ხალხის სამსახურში დგომისთვის და ბედნიერება, სიმშვიდე, სიუხვე ვუსურვო” – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.