დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, სხვადასხვა სამსახურებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ყოველკვირეული ანგარიში განხორციელებული საქმიანობების შესახებ, ასევე ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე.
შეხვედრის პროცესში დეტალურად განხილულ იქნა ყველა სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, ასევე ახალი ინიციატივების განხორციელების გზები.