საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სენაკში, ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 76-86 კმ-ზე, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას, ხიდბოგირების, ეზოების შესასვლელებისა და გაბიონების მოწყობას.
მიმდინარე სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან ერთად გაეცნო.
პროექტის ღირებულება 12 687 614 ლარს შეადგენს.