სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, დღეს, მოქალაქეებთან მორიგი მიღება გამართა.
ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის მერს მათი პრობლემები გააცნეს და მათთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.
,,ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, მაქსიმალურად ვცდილობ დროულად და ეფექტურად გადავწყვიტო ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემები. მსგავსი ხასიათის შეხვედრები გაგრძელდება. ჩემი მიზანია ვიზრუნო თითოეული სენაკელის კეთილდღეობისთვის“ – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.
შეგახსენებთ, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება ყოველი კვირის ოთხშაბათს იმართება.
მსურველებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 0 413 27 58 58
ან მოგვწერეთ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებზე:
https://www.facebook.com/CityHallOfSenakiMunicipality
https://www.facebook.com/GDVakhtangGadelia