მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

აგროტური – სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფოთსა და ბათუმში, მორიგი აგროტური მოეწყო.

აგროტურის მიზნობრივი ჯგუფი – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ფერმერები და დაინტერესებული პირები – თემის განვითარების ჰაბს ,,დიოსკურიას“ ესტუმრნენ, რომელიც 2000 წელს, დევნილმა ქალბატონმა, ნონა ხუხიამ დააფუძნა და მიზნად აფხაზეთიდან დევნილთა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავდა.

ნონა ხუხია, პროექტის მონაწილეებს, ჰაბის შექმნის ისტორიასა და საქმიანობის არეალზე ესაუბრა.

მორიგი საინფორმაციო შეხვედრა აჭარის აგროსერვისცენტრის გვარა-ხეცუბნის სანერგე მეურნეობაში გაიმართა, სადაც მენეჯერმა, რომან ჩხაიძემ, მთავარმა სპეციალისტმა მევენახეობის დარგში, ვალერი ცეცხლაძემ და მცენარეთა დაცვის სპეციალისტმა, ზურაბ ზუმბაძემ, დაინტერესებულ პირებს დეტალურად გააცნეს ვაზისა და ხეხილის მოვლა-მოყვანის, წამლობისა და მყნობის საკითხები.

აგროტური მახინჯაურში, ბერიძეების ღვინის მარანში სტუმრობით დასრულდა.

,,ბერიძეების ღვინის მარანი“ დაფინანსებულია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

მეწარმემ, ზაირა ჯიბლაძემ, ქართული ვაზის ჯიშებზე, ღვინის სახეობებზე, ჭაჭისა და ხილის ბრენდებზე ისაუბრა. აგროტურის მონაწილეებმა დააგემოვნეს ,,ბერიძეების ღვინის მარნის“ ჩხავერისა და ქინძმარაულის ყურძნის ღვინოები.

აგროტურის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგში დაგროვილი გამოცდილებების ურთიერთგაზიარება, ერთობლივი სამომავლო პროექტების დასახვა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში განხორციელება.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

სექტემბერი 2023
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
Skip to content