მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ახალი სასწავლო წლის დასაწყისი სენაკში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო და 6 კერძო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს, მუნიციპალიტეტის პირველ, მესამე, კოტიანეთის სკოლებსა და კერძო სკოლა ლიცეუმში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ნანა ზარანდიამ, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, გივი მისაბიშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან უჩანეიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ინგა ქარდავამ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კალანდარიშვილმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ლევან ჯინორიამ, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ყურაშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, დარეჯან ზარანდიამ მიულოცეს.

მუნიციპალიტეტის სკოლები სრულ მზადყოფნაშია, გამართულია ინფრასტრუქტურა. ყველა მოსწავლისთვის გათვალისწინებულია სახელმძღვანელოები და პირველკლასელთათვის – ბუკები.

მიმდინარე სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირებულ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 333 მოსწავლეს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ;

საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია უფასო სახელმძღვანელოებით; სკოლებს ასევე გადაეცათ კომპიუტერული ტექნიკა და სხვა სასწავლო რესურსები;

მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამაში 1 663 მოსწავლე ჩაერთო;

253 პედაგოგის ტრანსპორტირებაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გამოიყო 60 000 ლარი;

2022-2023 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის 47 წარჩინებული მოსწავლე, პროგრამის – ,,ჩემი პირველი კომპიუტერი’’ ფარგლებში, საჩუქრად კომპიუტერებს მიიღებს;

დასრულდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ძველი სენაკის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია;

დასრულების ეტაპზეა ნოსირის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესი;

იწყება გენო ადამიას სახელობის I, ჟიული შარტავას სახელობის II, ასევე ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია;

ასევე დაიწყება III საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი.

 

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

სექტემბერი 2023
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
Skip to content