მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ხელოვნების ცენტში სასწავლო წლისადმი მიძღვნილი აქტივობები გაიმართა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ორგანიზებით, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და საფორტეპიანო, საესტრადო, ფოლკლორული, გიტარისა და ვიოლინოს განყოფილებების მოსწავლეთა მონაწილეობით – კონცერტი გაიმართა.
ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილ აქტივობებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნანა ზარანდია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ახალი სასწავლო წლისთვის, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამებში185-მდე მოსწავლე ჩაერთო.
ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლაში ფუნქციონირებს საფორტეპიანო, საორკესტრო (ვიოლინო, ჩელო, საქსოფონი, ფლეიტა, ალტი), საესტრადო, საგუნდო განყოფილებები, გიტარისა და ხალხურ საკრავთა შემსწავლელი ჯგუფები;
სამხატვრო სკოლაში ისწავლება: ხატვა, ფერწერა,ხელოვნების ისტორია, გრაფიკა, ძერწვა, კომპოზიცია.
სასწავლო პროცესში ვლინდებიან საუკეთესო ნიჭის მქონე მოსწავლეები.
ხელოვნების ცენტრის სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამებში ჩარიცხული სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლები სარგებლობენ გარკვეული შეღავათებით.
ხელოვნების ცენტრი იყენებს ,,პროექტებით სწავლების“ მოდელს.
ცენტრმა წარმატებით განახორციელა 3 შემოქმედებითი პროექტი: ,,ხელოვნების საკვირაო სკოლა“ , ,,ხელოვნების საზაფხულო სკოლა“ და ,,შემეცნებითი ტურები” .
პროექტების მიზანია ხელოვნების სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანების ცხოვრების და მოღვაწეობის გაცნობა, ხელოვნების დარგების და ისტორიის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა ცოდნის ამაღლება.
ხელოვნების ცენტრი წარმატებით ახორციელებს სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამებს.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

სექტემბერი 2023
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
Skip to content