ქალაქ ბათუმში, USAD HICD-ის ადამიანური და ინსტიტუციური განვითარების ცენტრის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, ,,სტრატეგიული კომუნიკაციის“ ჯგუფური ქოუჩინგის შემაჯამებელი სესია გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა სენაკის, ფოთის, ხობის მერიისა და საკრებულოების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს.
მერიისა და საკრებულოების წარმომადგენლებმა, ქოუჩინგის შედეგად მომზადებული, 3 წლიანი, საზოგადოებასთან ერთიერთობის/საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პრეზენტაცია გამართეს.
სენაკის მერიის კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაცია ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, თეა გრიგოლიამ წარმოადგინა.
სამუშაო ჯგუფის წევრები – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, ხათუნა ჯიმშელეიშვილი; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტი, თამარ ვარდია.
პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს პირველად ექნება კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტი და შესაბამისი სამოქმედო გეგმა.
დოკუმენტი ეფუძნება და მოიცავს მუნიციპალიტეტის მერიის შემდეგ ფასეულობებს: ეფექტიანობა, სანდოობა, გამჭვირვალობა, პროფესიონალიზმი, ანგარიშვალდებულება, ინოვატორობა, განვითარებაზე ორიენტირებულობა, რაც ხელს უწყობს თვითმმართველობის ძირითად მიზანს – მოსახლეობის კეთილდღეობას, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და დაკმაყოფილებას.