მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ახალგაზრდა წარმატებული სენაკელი – უტა ხარბედია

ეს ახალგაზრდა წარმატებული სენაკელი – უტა ხარბედიაა.
უტამ 2018 წელს წარჩინებით დაამთავრა სენაკის კერძო სკოლა ,,მარიოტა“ და იმავე წელს, სრული სახელმწიფო დაფინანსებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
2022 წლიდან, ასევე სრული სახელმწიფო დაფინანსებით, უტა, თსუ-ს კერძო სამართლის მაგისტრატურის სტუდენტია.
მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეული სენაკელი ახალგაზრდა უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტთა შორისაა.
საამაყო და სასიხარულოა, რომ უტა ხარბედია, საერთაშორისო იმიტირებული სასამართლოს – Willem C. Vis moot-ის თსუ-ს გუნდში მოხვდა. აღნიშნულ კონკურსში, მთელი მსოფლიოდან, ყოველწლიურად მონაწილეობას 5000-მდე სტუდენტი ღებულობს.
თსუ-ს ხუთეული შეირჩა განსაკუთრებული ნიჭისა და დიდი მოტივაციის საფუძველზე.
შთამბეჭდავი GPA-ით, ძლიერი აკადემიური მოსწრებით, ინგლისურისა და ბიზნეს სამართლის ღრმა ცოდნით, უტა ხარბედიასთან ერთად, Vis Moot-ის კონკურსში მონაწილეობას ალექსანდრე კახაძე, ლუკა ხვარეშია, მარიამ სხირტლაძე და ელენე კაკულია მიიღებენ.
კონკურსის ფინალური ეტაპი ავტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება.
მინდა, თითოეულ მონაწილეს ვუთხრა, რომ თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც ცოდნით და მოტივაციით არაერთხელ ასახელებს მშობლიურ ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და იზრუნებს მის უკეთეს მომავალზე.
წარმატებებს, წინსვლას და არაერთი გამარჯვების მოპოვებას გისურვებთ.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

სექტემბერი 2023
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
Skip to content