მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ჯვრის თაყვანისცემის დღე, ხსოვნისა და იმედის დღე საქართველოში!

დღეს დიდი საუფლო დღესასწაულია – ჯვრის თაყვანისცემის დღე, ხსოვნისა და იმედის დღე საქართველოში!
დღეს, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა – სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა…
30 წელი გავიდა საქართველოს ეროვნული გმირის, სენაკის საამაყო შვილის, ჟიული შარტავას გმირული დაღუპვიდან…
სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავა, 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.
ამ სასტიკ ომს შეეწირნენ ჩვენი ქალაქის ღირსეული შვილები, ჩვენი დროის, საქართველოს ეროვნული გმირები – გენო დამია, გურამ გაბესკირია, ნოდარ კანკია.
,,…არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ…“ – ეს იყო გურამ გაბესკირიას უკანასკნელი სიტყვები, როცა ის, მთავრობის დატყვევებულ წევრებთან და მათ თანმხლებ პირებთან ერთად, პარლამენტის შენობიდან გამოიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს…
გენო ადამიამ, შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან, მოხალისეები შემოიკრიბა. ის თანამებრძოლებთან ერთად ბოლომდე იბრძოდა.
სოხუმის დაცემის შემდეგაც კი უარი თქვა დანებებაზე და მცირე ძალებით ცდილობდა ბრძოლას.
1993 წლის 28 სექტემბერს, გენო ადამია კოდორის ხიდთან მაშინ მოკლეს, როცა სოხუმში შესვლას ცდილობდა.
1993 წლის 2 ივლისს, ე. წ. „ტამიშის ოპერაციის“ დროს, მძიმედ დაჭრილმა ნოდარ კანკიამ შენიშნა, რომ მტერი უახლოვდებოდათ და მეგობარს მისი დატოვება უბრძანა: ,, შენ ჩემზე ახალგაზრდა ხარ და არ უნდა მოკვდეო…”
ბატალიონის სხვა წევრებიც ცდილობდნენ ნოდარისთვის დახმარების აღმოჩენას და დაჭრილი თანამებრძოლის სამშვიდობოზე გაყვანას, მაგრამ
ნოდარმა ბრძოლის ველი არ დატოვა…
მან თავი აიფეთქა და მტრის 12 მედესანტე გაანადგურა.
გმირების ქალაქის წიაღში აღზრდილი ჩვენი საამაყო მამულიშვილების გმირობა დიდი ზნეობრივი მაგალითია მომავალი თაობებისთვის!
მხოლოდ ერთობაშია ხსნა! ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს!
ჯვართამაღლებას გილოცავთ!
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

სექტემბერი 2023
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
Skip to content