სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერმა, ცირა მესხიამ, ბიზნეს სექტორის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერმა, შეხვედრაზე, დეტალურად ისაუბრა სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის მიერ განხორციელებული, დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების შესახებ.
მან აღნიშნა, რომ ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი, რეგიონის მასშტაბით, საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსების, ბიზნეს უნარების გაუმჯობესების და საინფორმაციო მომსახურების მიმართულებით – ახორციელებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ სხვადასხვა პროგრამას.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ , დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსებას ექვსი მიმართულებებით:
გაყიდვები და მარკეტინგი;
საგადასახადო საკითხები;
იურიდიული საკითხები;
ფინანსები და ბუღალტერია;
ბიზნეს მოდელირება და სტრატეგიის დაგეგმვა;
გაციფრულება;
თანადაფინანსების მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საკონსულტაციო ცენტრს, შემდეგ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, კედიას N1;
გაიაროს ბიზნეს დიაგნოსტიკა;
აირჩიოს სასურველი საკონსულტაციო კომპანია და მიიღოს საჭიროებაზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურება;
გამოიყენეთ შესაძლებლობა, მიიღეთ საკონსულტაციო მომსახურების ღირებულების თანადაფინანსება – 25 000 ლარის ფარგლებში.
გაიგეთ მეტი ვებ. გვერდის: https://bit.ly/445Rhln ან
Facebook გვერდის საშუალებით: https://bit.ly/3RSN9Ay