დღეს, მართლმადიდებლური სამყარო, კაცთა შორის სიწმინდით აღმატებული ქრისტეს წინამორბედის და წინასწარმეტყველის, იოანე ნათლისმცემლის შობას დღესასწაულობს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
წირვის დასასრულს, მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა. და იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული მიულოცა.