მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიაში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს (https://facebook.com/61560016063038) ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და წარმომადგენლების ასისტენტებთან, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახა ინალიშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონული ცენტრის სენაკის მუნიციპალური განყოფილების უფროსი, მაიორი ჯაბა ლაშქარავა წარუდგინა და აღნიშნა, რომ მაიორი ჯაბა ლაშქარავა, სხვადასხვა წლებში, პასუხსაგებ თანამდებობებზე მუშაობდა და ის გამოცდილი კადრია.
შეხვედრის ფარგლებში, სერჟანტმა დავით მოსიავამ, ისაუბრა სააგენტოს ფუნქციებსა და შესაძლებლობებზე, სამხედრო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებსა და ახალ მიდგომებზე, ასევე ყველა იმ შესაძლო მიმართულებაზე, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გახდეს საქართველოს თავდაცვის ძალების წევრი.
აღნიშნა, რომ სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2024 წლის 1 იანვრიდან.
სააგენტოს მიზანია პროფესიულ სამხედრო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა და რეკრუტირება.
პარტნიორი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, სააგენტომ შეიმუშავა და დანერგა ერთიანი, თანამედროვე სტანდარტების სამხედრო აღრიცხვიანობის სისტემა.
სააგენტო საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით და თითოეულ მოქალაქეს სთავაზობს გამარტივებული პროცედურებით მომსახურების მაღალი ხარისხის მიღების შესაძლებლობას 8 რეგიონული ცენტრისა და 81 მუნიციპალური განყოფილების ფარგლებში.
სააგენტო წარმატებით ახორციელებს საზოგადოებასთან გამჭირვალე და პროაქტიულ კომუნიკაციას და გეგმავს მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას მიმდინარე და მომავალი წლის განმავლობაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია; საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია; მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია; საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი; საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმია; საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ბადრი კალანდარიშვილი; საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი; სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონული ცენტრის სენაკის მუნიციპალური განყოფილების უფროსის მოადგილე, გელა კინწურაშვილი, სააგენტოს სენაკის მუნიციპალური ცენტრის წარმომადგენელი, ეკატერინე სიჭინავა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივლისი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content