სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორმა, ალექსანდრე ჯანჯღავამ, საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა.
მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ორგანიზებით გამართული ანგარიშის პრეზენტაციას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია; მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი; განათლების მიმართულებით – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტი, ირმა კუპრეიშვილი და სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორმა, ალექსანდრე ჯანჯღავამ, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული საბავშვო და ბაგა-ბაღების გამგეები და პედაგოგები დააჯილდოვა.
ხანგრძლივი, ნაყოფიერი, კეთილსინდისიერი საქმიანობისა და სკოლამდელი აღზრდის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, დაჯილდოვდნენ: მეორე საბავშვო ბაღის გამგე, თინაზი დარასელია; ბაღ ,,ოცნებას“ გამგე, რუსუდან ბოკუჩავა; ნოქალაქევის საბავშვო ბაღის გამგე, ვიოლეტა ბენდელიანი; პირველი საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი, ნორა გარუჩავა; პირველი საბავშვო ბაღის მუსიკის მასწავლებელი, ინეზა მაშავა.
გამოვლინდნენ ნომინაციაში – ,,წლის აქტიური გამგე“ გამარჯვებულები: მენჯის საბავშვო ბაღის გამგე, მანანა დარსალია და პირველი ბაგა-ბაღის გამგე, თამარ ტყებუჩავა.
დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიების აქტიურ და გამორჩეულ მონაწილეებს – პირველი ბაგა-ბაღის გამგეს, თამარ ტყებუჩავას; მეორე-ბაგა-ბაღის გამგეს, ქეთევან ბერაიას; მეოთხე ბაგა-ბაღის გამგეს, აზა ცაავას; მეექვსე ბაგა- ბაღის გამგეს, ნინო კორშიას; ნოსირის საბავშვო ბაღის გამგეს, მანანა ბოხუას; თეკლათის საბავშვო ბაღის გამგეს, ნათია ერემაძეს – გადაეცათ სიგელები.
დაჯილდოვდა N6 ბაგა-ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი, კონკურსის ,,მწვანე ჯილდო” ფინალისტი, საერთაშორისო კონკურსის ,,ENO art“ მესამე ადგილის მფლობელი, თამარ ქანთარია – საერთაშორისო კონკურსის ,,ENO art“-ის ფარგლებში გამართული პროექტის – ,,ყვავილების საიდუმლო ბაღი“, მეორედ მოპოვებული გამარჯვებისთვის.
მას ასევე გადაეცა მადლობის სიგელი – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის და სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების სენაკის ორგანიზაციის მიერ გამართულ,,ვეფხისტყაოსნის” დღისადმი მიძღვნილ საჯარო კითხვის მარათონში აქტიური და წარმატებული მონაწილეობისთვის.
აღნიშნულ მარათონში აქტიური და წარმატებული მონაწილეობისთვის, დაჯილდოვდნენ: პირველი ბაგა-ბაღის გამგე, თამარ ტყებუჩავა; მეორე საბავშვო ბაღის პედაგოგი, მარინე ესებუა; ნოსირის საბავშვო ბაღის პედაგოგები: ირინე მიმინოშვილი და ანა ოდიშარია.
ნომინაციაში – ,,წლის საუკეთესო აქტივობა“ – გამოვლინდა სამი გამარჯვებული საბავშვო ბაღი – ,,ოცნება“, ძველი სენაკის მეორე და ნოსირის საბავშვო ბაღები.
აქტივობის ,,მხიარული თამაშები“ – ორგანიზებისა და აქტიური ჩართულობისთვის, დაჯილდოვდნენ: მეოთხე ბაგა-ბაღის გამგე, აზა ცაავა; ფოცხოს პირველი საბავშვო ბაღის გამგე, ნარი ნარსია; კოტიანეთის საბავშვო ბაღის გამგე, ჟანა კვირკველია.
სერთიფიკატები გადაეცა აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგგავლილ 23 აღმზრდელ-მასწავლებელს.
საბავშვო და ბაგა-ბაღებთან აქტიური, ნაყოფიერი თანამშრომლობისა და სკოლამდელი აღზრდის სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის, დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტში მოღვაწე ქორეოგრაფები: მაია ქვარცხავა, ზვიად გვასალია, ჯამბულ ქარდავა, გიორგი ბუკია.
ანგარიშის პრეზენტაციისა და დაჯილდოების დასასრულს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, სკოლამდელი აღზრდის სექტორის ყველა თანამშრომელს, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი სააღმზრდელო წლისთვის, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
მერის მოადგილემ ისაუბრა სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. აღნიშნა, რომ ,,მომავალი თაობის განვითარება სწორედ ბაღიდან იწყება. საბავშვო და ბაგა-ბაღვბში საუკეთესო პირობების შექმნა ჩვენი ხელისუფლების უპირობო პრიორიტეტია. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გაგრძელდება. ჩვენი საქმიანობის წარმმართველი – გამოწვევებზე დროული რეაგირება. საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაციაა.“