ეს კადრები ქალაქში, ფოთის ქუჩაზე, ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას ასახავს.
პროექტის ფარგლებში, 130 გრძივ მეტრზე, #ეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, ღირებულებით – 76 725 ლარი.
აღნიშნულ ლოკაციაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად იმყოფებოდა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტები, #პარალელურად, ინტენსიურ რეჟიმში #მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე:
ძველი სენაკის ადმინისტარციულ ერთეულის სოფელ კოტიანეთში, საარახამიოს უბანში – #მიმდინარეობს გაბიონის მოწყობის და სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოები, ღირებულებით – 30 206 ლარი;
არჩაიას ქუჩაზე #ეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, ღირებულებით – 37 385 ლარი;
დემურიას ქუჩაზე #მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით – 24 887 ლარი;
ჭყონდიდელის ქუჩაზე #ეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, ღირებულებით – 163 887 ლარი;
26 მაისის ქუჩაზე #მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული კედლის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი, ღირებულებით – 102 125 ლარი.