#სენაკის მუნიციპალიტეტის #მერია, ნაფეტვარიძის ქუჩაზე, ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის, სახურავის და ეზოების კეთილმოწყობის პროექტს #ახორციელებს.
#მიმდინარე სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, სრულად #განახლდება საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, აივნები, შიდა კიბეები, ასევე სრულად #გამოიცვლება კარ-ფანჯარა, #კეთილმოეწყობა საცხოვრებელი კორპუსების ფასადები და ეზოები.
ათეული წლების შემდეგ, აღნიშნულ პროექტს სენაკის მუნიციპალიტეტის #მერია_პირველად_ახორციელებს.