დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ვაჟთა ანსამბლ ,,მუსიკელის’ წევრებს: დიმიტრი კაკულიას, ირაკლი ლაკიას, მალხაზ ხუნწარიას, უშანგი ჩილაჩავას,ილია ცომაიას და რატი სარიას შეხვდნენ, მრავალწლიანი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისა და საგასტროლო ტურნეებზე მოპოვებული აღიარებისთვის მადლობა გადაუხადეს, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და ანსამბლს, შემოქმედებითი განვითარება და წარმატებული საქმიანობა უსურვეს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი ,,მუსიკელი“ 2019 წელს შეიქმნა.
დაარსებიდან დღემდე, ანსამბლმა სახელი გაითქვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მის ფარლგებს გარეთ. მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ,,მუსიკელმა“ საგასტროლო ტურნეები მოაწყო ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და ბალტიისპირეთში.
ანსამბლმა ინგლისის, უელსისა და შოტლანდიის 15-მდე ქალაქში, მსმენელს გააცნო ეროვნული სასიმღერო და ფოლკლორის ნიმუშები.
2022 წელს, ,,მუსიკელი”, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
ანსამბლს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სენაკის სალოტბარო სკოლის ხელმძღვანელი, იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის რეგენტი, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ხალხური სიმღერისა და გალობის პედაგოგი, დიმიტრი კაკულია ხელმძღვანელობს; ქალაქურ სამუსიკო მიმართულებას კი სათავეში ირაკლი ლაკია უდგას.