საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ტყირში, მდინარე რიონზე, მასშტაბური #ნაპირსამაგრი_სამუშაოები #მიმდინარეობს.
წლების განმავლობაში, უხვი ნალექის დროს, მდინარე რიონი მოსახლეობას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით, საგრძნობლად #შემცირდება მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების #მიწების_დატბორვის და #ნაპირის_ჩამოშლის_საშიშროება.
პროექტის ღირებულება 3 988 888 ლარს შეადგენს.
მასშტაბური სამუშაოების მიმდინარეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები, 2023 წელს, ასევე #ჩატარდა მდინარე რიონზე – სამ ლოკაციაზე: ზემო ჭალადიდის, ახალსოფლის და თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულებში.