მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში პროექტი – ,,ხელოვნების საზაფხულო სკოლა” მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში, #მერიის მხარდაჭერითა და მუნიციპალიტეტის #ხელოვნების_ცენტრის ორგანიზებით, პროექტი – ,,ხელოვნების საზაფხულო სკოლა“ მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, ვეფხვია ვეფხვაძე, მოზარდებთან ერთად, საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვნენ.
მუსიკა, საგუნდო ხელოვნება, მხატვრობა, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები, საინტერესო შეხვედრები – ასეთია იმ ღონისძიებების ზოგადი ჩამონათვალი, რომელიც #საზაფხულო_სკოლაში იმართება.
წელს, პროექტს ახალი მიმართულება – #არტ_თერაპია დაემატა, რომლის მიზანია შშმ მოზარდების კომუნიკაციური უნარების, ,,მეს” გაძლიერება, შინაგანი ბალანსის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით, პროექტში ჩართულია 4 მოზარდი.
პროექტი, რომელიც წელს 2 ივლისს დაიწყო და სამ ეტაპად ხორციელდება, 3 აგვისტოს დასრულდება.
პროექტში დღემდე ჩართულია 50-მდე მოზარდი. ყველა მონაწილეს სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცემა.
ხელოვნების ცენტრის პროექტი – ,,ხელოვნების საზაფხულო სკოლა“, სკოლისგარეშე სახელოვნებო პროგრამების მეთოდიკითა და არაფორმალური განათლების ტექნიკის გამოყენებით, უკვე #მეოთხე_წელია, საზაფხულო არდადაგების პერიოდში #ხორციელდება და მასში მონაწილეობა უკვე #300_მდე_მოზარდმა _მიიღო.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივლისი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content