მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

მე-2 ქვეითი ბრიგადის 32 წლის იუბილე

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
პირად შემადგენლობას ბრიგადის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ირაკლი კალანდაძემ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
საიუბილეო ღონისძიებაზე, სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის საიუბილეო ღონისძიებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია ესწრებოდნენ.
საიუბილეო აქტივობებში მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის მოსწავლეებმა მიიღეს.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივლისი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content