სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილეს, კახაბერ მამულაძეს; საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის პროექტების მენეჯერს, მარტინ დე ვრისს და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სენაკის ფილიალის ხელმძღვანელს, რომან ავალიანს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო სენაკში, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ვაუჩერების გაცემის, წითელი ჯვრის საზოგადოებისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი პროგრამების განხორციელების საკითხებსა და ურთერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.