სენაკის მუნიპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს, ყველდღიურ რეჟიმში, აქტიურად აგრძელებს.
ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის პრევენციის სამუშაოები.
სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე კომპანია აწარმოებს.
ეს კადრები #თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოლასკურში, #გაბიონის_მოწყობის სამუშაოებს ასახავს.
პროექტის ღირებულება 10 955 ლარს შეადგენს.
#სტიქიის_საპრევენციო_სამუშაოები, ყოველდღიურ რეჟიმში ასევე აქტიურად #მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე:
#მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პერტულში, #დასრულების ეტაპზეა ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
#ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, #მიმდინარეობს ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები;
#ძველი_სენაკის ადმინისტარციულ ერთეულში, სამ ლოკაციაზე – სხივის ქუჩაზე, ზემო კოტიანეთსა და სოფელ კოტიანეთის საარახამიოს უბანში, #მიმდინარეობს მილხიდების, სანიაღვრე სისტემისა და ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის პროექტები;
#ქალაქში, რამდენიმე ლოკაციაზე – ფოთის, ჭყონდიდელის, არჩაიას, დემურიას ქუჩებზე, აქტიურ რეჟიმში #ხორციელდება ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები;
პარალელურად, 26 მაისის ქუჩაზე, #მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული კედლის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი; გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე – სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები; ვახტანგ გორგასლის ქუჩის 97-თან – არსებული არხის ჯებირის ამაღლების სამუშაოები.