დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ვაჟთა ანსამბლ ,,მუსიკელის” და ლატვიის ქალთა ანსამბლ ,,უნდინესის” კონცერტი გაიმართა.
საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ზაზა ნაჭყებიასთან, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, მადლობა გადაუხადა ჩვენი ქალაქის სტუმრებს – ლატვიის ქალთა ანსამბლ ,,უნდინესის” წევრებს, ანსამბლის ხელმძღვანელს, ლანა ადუკას და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.
კონცერტზე, რომელსაც მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სპეციალისტი, ლია ღვამბერია უძღვებოდა, მონაწილეობა ასევე მიიღო ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ეგრისმა”.