მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

უფასო სამედიცინო აქცია დევნილი მოსახლეობისთვის

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ინგა ქარდავას ინიციატივითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დღეს, სათემო განათლების ცენტრში, ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა.
ადეიშვილის კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამთა აფხაძემ და უმცროსმა ექიმმა, ამირან ოქროჭელიძემ, დევნილთა კომპაქტური დასახლების ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, სრული ოფთალმოლოგიური – აპარატურული და ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარეს.
სამედიცინო აქციის ფარგლებში, პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ულტრასონოსკოპიური გამოკვლევები, ვიზომეტრია, რეფრექტომეტრია, ტონომეტრია, მხედველობის სიმახვილის დადგენა, თვალის ფსკერის დიაგნოსტიკა, გლაუკომისა და დიაბეტური რეტინოპათიის სკრინინგი.
დღის მანძილზე, სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულლს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, სამედიცინო აქციის ორგანიზატორი, ინგა ქარდავა, სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი, მარინე ნანეიშვილი, მოწვეული სპეციალისტი, დინარა ხარბედია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურეობის განყოფილების უფროსი, დემურ ბაღათურია, სენაკის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, ნონა ქადარია გაეცნენ.
უფასო სამედიცინო აქციით 50-მა დევნილმა მოქალაქემ ისარგებლა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2025
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
Skip to content