მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ბავშვთა საავადმყოფოს ჰემოგლობინის ანალიზატორი გადაეცა

7 აპრილს, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, შპს ,,სენაკის ბავშვთა საავადმყოფოში“ იმყოფებოდა.
საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორს, ლუარა დგებუაძეს და სამედიცინო პერსონალს შეხვდა, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე მიულოცა და საავადმყოფოს კლინიკურ ლაბოლატორიას, უსასყიდლოდ, გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) ანალიზატორი გადასცა, რომელიც განსაზღვრავს ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, სისხლში გლუკოზის საშუალო დონეს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, შპს ,,სენაკის ბავშვთა საავადმყოფომ“, პაციენტების უსაფრთხოებისა და სამედიცინო ხარისხის მიმართულებით, ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა.
2024 წელს, ასევე სრულად რეაბილიტირდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ბავშვთა საავადმყოფოს ორივე სართული, პოლიკლინიკა, სტაციონარი. საავადმყოფო აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურით.
კლინიკა, პატარა პაციენტებს და მათ მშობლებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურითა და კვალიფიციური მედ.პესონალით, სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.
ასევე აღსანიშნავია, რომ სენაკში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომელნიც საჭიროებენ გლუკოზის უწყვეტ მონიტორინგს, ერთი თვის მანძილზე, სენაკში, რუსთაველის ქუჩის 170-ში მდებარე შ.პ.ს. ,,პანაცეაში“, უფასოდ გადაეცემათ გლუკომეტრი – სისხლში შაქრის საზომი აპარატი.
აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ინგა ქარდავას მიერ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და სამედიცინო კომპანია ,,დიაბეტ სერვისის“ დამფუძნებლის, ედიტა კოდუას მხარდაჭერით.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2025
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
Skip to content