სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან და მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან ერთად, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთვარობის ქალაქ სენაკის წარმომადგენლობას და პროექტის ინიციატორს, მერის თანაშემწეს, ნიკოლოზ ქეცბაიას შეხვდნენ.
შეხვედრაზე, ახალგაზრდებმა, მიიღეს დეტალური ინფორმაცია, სენაკის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის ხელმისაწვდომობისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის მიმართულებით, მიმდინარე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზე.
სენაკელმა ახალგაზრდებმა, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ურთიერთთანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, სახელისუფლო გუნდთან ერთად, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთვარობის ქალაქ სენაკის წარმომადგენლობასთან შემდგომი თანამშრომლობისთვის, მზაობა გამოთქვა.
საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთვარობის ქალაქ სენაკის წარმომადგენლობა, მიმდინარე წლის 6 აპრილს ჩამოყალიბდა. წარმომადგენლობის თავმჯდომარეა ანრი სიჭინავა, მოადგილეები – ზუკა ლემონჯავა და ლიზი სახოკია. შექმნილია შესაბამისი კომიტეტები, რომელთაც სათავეში სენაკელი ახალგაზრდები უდგანან.
ინიციატივის მიზანია – ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა, ლიდერული უნარების განვითარება და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების გაცნობა.